Monday, June 20, 2011

Chanel

შანელის 2012 წლის კოლექციის ჩვენება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ახლოს გაიმართა,
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში, არა? " ამბობს კარლ ლაგერფელდი. კოლექციაც ადგილის შესაბამისად ნაზი და დახვეწილი იყო, კარგად შერჩეულ მუსიკასთან ერთად ნაჩვენები სხვადასხვა სამოსის დათვალიერება მნახველებს მართლაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. "ეს არის ის ადგილი და დრო, როცა შენ უნდა იფიქრო ბრილიანტებზე, ბზინვარებაზე, მე კი ეს ფიქრი რეალური გავხადე" თქვა კარლმა და ეს მართლაც გამოუვიდა. მის მიერ წარდგენილ სამოსს სხვადასხვა ძვირფასი თვლები ამშვენებდა, იქნებოდა ეს მარგალიტი თუ ბრილიანტები. კოლექცია არ იყო აჭრელებული, ის ნაზი და ელეგანტური ქალისთვის იყო განკუთვნილი. თავდაპირველად მთლიანად ყვითელი სამოსით გამოჩნდნენ მოდელები, შემდეგ რამდენიმე ფერის სხვადასხვა ტონალობებით, ბოლოს კი შავისა და კრემისფერი ფერების შეხამებით შექმნილი არამარტო ყოველდღიური ტანსაცმლით არამედ საცურაო კოსტიუმებითაც. ტრადიციულად შანელმა
ამჯერადაც შემოგვთავაზა მამაკაცის რამდენიმე ტანისამოსი, ისიც დახვეწილი და კლასიკური.











No comments:

Post a Comment