Monday, June 20, 2011

Louis Vuitton 2012 წლის საკრუიზო კოლექცია

კომპანია ლუის ვიუტონმა 2012 წლის საკრუიზო კოლექცია წარმოგვიდგინა.მათ მოდელად არიზონა მუზი (Arizona Muse)აირჩიეს,ხოლო ფოტოგრაფად არც მეტი და არც ნაკლები ოსკაროსანი სოფია კოპოლა.ქალბატონს "რეჟისორობა" მოუწია მსახიობის ნაცვლად მოდელთან.კოლექცია კი დახვეწილი და ქალურია,მუქ პრინტებში გადაწყვეტილი,თემად ეიფელის კოშკიცაა გამოყენებული და მას ჩანთებზეც ვხვდებით.

Gerry Weber Spring/Summer 2011 Collection

  დიზაინერმა გერი ვებერმა წარმოგვიდგინა 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია სახელწოდებით “Taifun”.კოლექცია ყოველდღიური,ნებისმიერი სიტუაციისთვის არის შექმნილი.ფერები ნათელია.ტანისამოსი მსუბუქი ქსოვილითა და რბილი ბამბისგან არის შეკერილი.,ეს ყოველივე კი ქალის სინაზეს უსვამს ხაზს.თეთრი და ნაცრისფერი,კრემისფერი და იასამნისფერი-გერი ვებერის მთავარი ტონალობებია.ის არც ჯინს ივისწყებს და მასაც იყენებს.ამ ტანისამოსს კი მოდელი პანია როუზი ირგებს.  

Chanel

შანელის 2012 წლის კოლექციის ჩვენება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ახლოს გაიმართა,
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში, არა? " ამბობს კარლ ლაგერფელდი. კოლექციაც ადგილის შესაბამისად ნაზი და დახვეწილი იყო, კარგად შერჩეულ მუსიკასთან ერთად ნაჩვენები სხვადასხვა სამოსის დათვალიერება მნახველებს მართლაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. "ეს არის ის ადგილი და დრო, როცა შენ უნდა იფიქრო ბრილიანტებზე, ბზინვარებაზე, მე კი ეს ფიქრი რეალური გავხადე" თქვა კარლმა და ეს მართლაც გამოუვიდა. მის მიერ წარდგენილ სამოსს სხვადასხვა ძვირფასი თვლები ამშვენებდა, იქნებოდა ეს მარგალიტი თუ ბრილიანტები. კოლექცია არ იყო აჭრელებული, ის ნაზი და ელეგანტური ქალისთვის იყო განკუთვნილი. თავდაპირველად მთლიანად ყვითელი სამოსით გამოჩნდნენ მოდელები, შემდეგ რამდენიმე ფერის სხვადასხვა ტონალობებით, ბოლოს კი შავისა და კრემისფერი ფერების შეხამებით შექმნილი არამარტო ყოველდღიური ტანსაცმლით არამედ საცურაო კოსტიუმებითაც. ტრადიციულად შანელმა
ამჯერადაც შემოგვთავაზა მამაკაცის რამდენიმე ტანისამოსი, ისიც დახვეწილი და კლასიკური.

Tuesday, April 5, 2011

Victoria’s Secret Shirts & Blouses 2011

 Victoria’s Secret -ის კატალოგიდან პერანგები 2011 წლის გაზაფხული–ზაფხულისათვის

2011 წლის გაზაფხულის მოდური ტენდენციები

Models Street Style

BERSHKA SPRING 2011 LOOKBOOK

                                      გაზაფხულის ლუქბუქი  BERSHKA -სგან

Isabel Marant fall-winter 2010-2011

საკმაოდ წარმატებული და ცნობილი დიზაინერია არა მხოლოდ საფრანგეთში არამედ 
შტატებშიც და განსაკუთრებით ჰოლივუდში. მისი ბოჰემური სტილი ძალიან მოსწონს კამერონ დიასსა და კირსტენ დანსტს და ერთგული კლიენტები არიან.

Friday, April 1, 2011

ადრეული მოდა

   მოდა ყოველთვის არსებობდა, საუკუნეებთან ერთად ვითარდებოდა, ნელნელა იხვეწებოდა.

Wednesday, March 30, 2011

. . .

მოდა - (ფრანგ. mode, ლათ.-გან modus -ზომა, სახე, საშუალება, წესი) -ტერმინი, რომელიც მიუთითებს გაბატონებულ მიმდინარეობას, თუმცა ხშირად ასევე ასახავს კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია.