კომპანია ლუის ვიუტონმა 2012 წლის საკრუიზო კოლექცია წარმოგვიდგინა.მათ მოდელად არიზონა მუზი (Arizona Muse)აირჩიეს,ხოლო ფოტოგრაფად არც მეტი და არც ნაკლები ოსკაროსანი სოფია კოპოლა.ქალბატონს "რეჟისორობა" მოუწია მსახიობის ნაცვლად მოდელთან.კოლექცია კი დახვეწილი და ქალურია,მუქ პრინტებში გადაწყვეტილი,თემად ეიფელის კოშკიცაა გამოყენებული და მას ჩანთებზეც ვხვდებით.
მოდა
Monday, June 20, 2011
Gerry Weber Spring/Summer 2011 Collection
დიზაინერმა გერი ვებერმა წარმოგვიდგინა 2011 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია სახელწოდებით “Taifun”.კოლექცია ყოველდღიური,ნებისმიერი სიტუაციისთვის არის შექმნილი.ფერები ნათელია.ტანისამოსი მსუბუქი ქსოვილითა და რბილი ბამბისგან არის შეკერილი.,ეს ყოველივე კი ქალის სინაზეს უსვამს ხაზს.თეთრი და ნაცრისფერი,კრემისფერი და იასამნისფერი-გერი ვებერის მთავარი ტონალობებია.ის არც ჯინს ივისწყებს და მასაც იყენებს.ამ ტანისამოსს კი მოდელი პანია როუზი ირგებს.
Chanel
შანელის 2012 წლის კოლექციის ჩვენება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან ახლოს გაიმართა,
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი მსოფლიოში, არა? " ამბობს კარლ ლაგერფელდი. კოლექციაც ადგილის შესაბამისად ნაზი და დახვეწილი იყო, კარგად შერჩეულ მუსიკასთან ერთად ნაჩვენები სხვადასხვა სამოსის დათვალიერება მნახველებს მართლაც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. "ეს არის ის ადგილი და დრო, როცა შენ უნდა იფიქრო ბრილიანტებზე, ბზინვარებაზე, მე კი ეს ფიქრი რეალური გავხადე" თქვა კარლმა და ეს მართლაც გამოუვიდა. მის მიერ წარდგენილ სამოსს სხვადასხვა ძვირფასი თვლები ამშვენებდა, იქნებოდა ეს მარგალიტი თუ ბრილიანტები. კოლექცია არ იყო აჭრელებული, ის ნაზი და ელეგანტური ქალისთვის იყო განკუთვნილი. თავდაპირველად მთლიანად ყვითელი სამოსით გამოჩნდნენ მოდელები, შემდეგ რამდენიმე ფერის სხვადასხვა ტონალობებით, ბოლოს კი შავისა და კრემისფერი ფერების შეხამებით შექმნილი არამარტო ყოველდღიური ტანსაცმლით არამედ საცურაო კოსტიუმებითაც. ტრადიციულად შანელმა
ამჯერადაც შემოგვთავაზა მამაკაცის რამდენიმე ტანისამოსი, ისიც დახვეწილი და კლასიკური.

Tuesday, April 5, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)